Saturday, October 3, 2015

ინტელის სასწავლო კურსის შეჯამება

    ტრენინგის ცხრადღიანი სწავლების კურსმა დიდი გამოცდილება მომცა, ვისწავლე პროექტის წერა და ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, გავიმეორეთ და განვამტკიცეთ პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა. ვისწავლეთ მასწავლებლისა და მოსწავლის ბლოგი: ბლოგის სათაურის შეცვლა და მუშაობა ბლოგში. გავიღრმავე ცოდნა ბუკლეტების დასამზადებლად, რაც დამეხმარება პროექტის რეკლამისათვის.   გავიმეორეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, გავეცანი შეფასების სხვადასხვა  მეთოდებს. ვისწავლეთ ურთიერთშეფასება და კომენტარები გავუგზავნეთ, ტრენინგში მონაწილე მასწავლებლებმა ერთმანეთს ბლოგზე.  განვიხილეთ კვლევის შედეგების ასახვა დიაგრამებით და პროცენტების განსაზღვრა. პროექტის გეგმაზე მუშაობისას გავითვალისწინე ყველა მოსწავლის შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტი, მოხდა პრეზენტაცია, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
  დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს და ვუსურვებ წარმატებებს მომავალში.