Wednesday, September 30, 2015

მეცხრე დღე

1. გამეორება
2. ეპროექტების პრზენტაცია
3. მუშაობა ბლოგში
4. ტრენინგის შეჯამება
    გავიმეორეთ საფუძვლიანად გავლილიმასალა; სიის გაჯეტი და ჩვენს ბლოგზე გადავიტანეთ.   ტრენინგში მონაწილე  ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტი და მოხდა პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტებიდან ზოგიერთი მასწავლებლის აზრი მომეწონა, რომელსაც დავნერგავ მომავალში.
   ვისწავლეთ პროექტების წერა და ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, სიტყვაზე ან ფრაზაზე მისამართის მიბმა.
   ტრენინგის ცხრა დღიანი სწავლების კურსმა დიდი გამოცდილება მოგვცა.

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მერვე დღე

                                                                 მერვე დღე
1. გამეორება
2. ფასილიტაციის რესურსის შექმნა
3. პროექტის პორთფოლიოს გადახედვა
4.ბლოგზე ატვირთვა, გაჯეტები
გავიმეორეთ  გავლილი მასალა.ვისწავლეთ  ფასილიტატორის რესურსის შექმნა ე.ი მოსწავლეებისათვის ინსტრუქციების შექმნა. მარტივად  როგორ დავამზადოთ ელექტრონული რესურსები .საქაღალდეში მოთავსებული ფაილების გახსნა და სახელების შეცვლა. Link list -ის ჩასმა გაჯეტში,ნასწავლ მასალას გამოვიყენებ მოსწავლეებთან

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე


   1.გამეორება
   2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
   3პროექტოს გეგმაზე მუშაობა
   
      მოვახდინეთ წინა დღის შესწავლილი მასალის გამეორება, გავითვალისწინე კლასში მოსწავლეთა შესაძლებლობები, აკადემიურად სუსტ მოსწავლეებს მოვეცი მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე დავალებები პროექტზე სამუშაოდ, ხოლო მაღალი აკადემიური წარმატების მქონე მოსწავლეებთან მაქსიმალურად გამოვიყენე მათი შესაძლებლობები, ამის შემდეგ დავიწყე ჩემს პროექტზე "პითაგორას დამტკიცების თეორემების" გეგმაზე  მუშაობა, სადაც პროექტის მუშაობის პროცედურები გავშალე ვრცლად.

Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

1. გამეორება
2. მოსწავლი პრეზენტაცია
3. მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები
4. პროექტის გეგმების გადახედვა და საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავება

  განვამტკიცეთ განვლილი მასალა. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა წარმოადგინონ მოსწავლეებმა პრეზენტაცია. ვიმუშავეთ დიაგრამების აგებაზე, პრობლემის გადაჭრის გზებზე, ვისწავლეთ სლაიდების შექმნა და გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკებს, გავიმეორეთ პროექტების გეგმები და შევქმენით საკუთარი პროექტის გეგმა.

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

1. გამეორება
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. ურთიერთშეფასება და კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა ბლოგში-გაჯეტები, მოსწავლის ბლოგის შექმნა
            დღევანდელი  დღის კმაყოფილი ვარ,გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, ვისწავლე საავტორო უფლებები და ლიტერატურის შაბლონების გამოყენება, მოსწავლის ბლოგის შექმნა, გაჯეტებზე მუშაობა,სურათების ჩასმა  მოსწავლის ბლოგში,მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მოსწავლეებთან.

Thursday, September 10, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

1. გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4. პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია


   გავიმეორეთ წინა მასალა.  განვიხილეთ განმავითარებელი  და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები, შევქმენით პროექტის პრეზენტაციის მონახაზი, საიტზე ატვირთვა, ბლოგის მომზადება,  გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,დროში გაწერილ შეფასების გეგმას და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მესამე დღე

1. გამეორება
2. პროექტის გეგმაზე მუშაობა
ა) სტანდარტის დადგენა
ბ) მიზნის განსაზღვრა
გ) მიმართულების მიმცემი კითხვები                                    

გავიმეორეთ წინა მასალა
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შედგენაზე

თემასთან დაკავშირებით შევადგინეთ სტანდარტის შესაბამისი კითხვები

განვსაზღვრეთ მიზანი
ვისწავლეთ მიმართულების   მიმცემი კითხვები

Add caption

Sunday, September 6, 2015

ტრენინგის მეორე დღე

1. საშინაო დავალება-პროექტების მიმოხილვა
2. წინა დღის მასალის გამეორება
3. Word-ის ინსტრუმენტების გამეორება
4. ბუკლეტების დამზადება
 

    დღევანდელი დღე საკმაოდ  ნაყოფიერი იყო, გავეცანით სასწავლო პროექტების პორთფოლიოს, გავეცანით გამოცემების ნიმუშებს,გავაკეთეთ პროექტის გეგმის მონახაზი   ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა, რომელსაც გამოვიყენებ სკოლაში პროექტებზე მუშაობისას და მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.

Saturday, September 5, 2015

ტრენინგის პირველი დღე

1. გაცნობა
2. ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
3. გზამკვლევის გაცნობა
4. პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა
5. კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა
6. პროექტის განხილვა
7. ბლოგის შექმნა
გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს, მიზნებს.  შევქმენით პორთფოლიოს  საქაღალდე, სადაც თანმიმდევრულად განვათავსებთ პროექტის რესურსებს, განვიხილეთ სასწავლო გეგმის შაბლონი და შევქმენით  ბლოგი.