Saturday, October 3, 2015

ინტელის სასწავლო კურსის შეჯამება

    ტრენინგის ცხრადღიანი სწავლების კურსმა დიდი გამოცდილება მომცა, ვისწავლე პროექტის წერა და ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, გავიმეორეთ და განვამტკიცეთ პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა. ვისწავლეთ მასწავლებლისა და მოსწავლის ბლოგი: ბლოგის სათაურის შეცვლა და მუშაობა ბლოგში. გავიღრმავე ცოდნა ბუკლეტების დასამზადებლად, რაც დამეხმარება პროექტის რეკლამისათვის.   გავიმეორეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, გავეცანი შეფასების სხვადასხვა  მეთოდებს. ვისწავლეთ ურთიერთშეფასება და კომენტარები გავუგზავნეთ, ტრენინგში მონაწილე მასწავლებლებმა ერთმანეთს ბლოგზე.  განვიხილეთ კვლევის შედეგების ასახვა დიაგრამებით და პროცენტების განსაზღვრა. პროექტის გეგმაზე მუშაობისას გავითვალისწინე ყველა მოსწავლის შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტი, მოხდა პრეზენტაცია, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
  დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს და ვუსურვებ წარმატებებს მომავალში.
  

Wednesday, September 30, 2015

მეცხრე დღე

1. გამეორება
2. ეპროექტების პრზენტაცია
3. მუშაობა ბლოგში
4. ტრენინგის შეჯამება
    გავიმეორეთ საფუძვლიანად გავლილიმასალა; სიის გაჯეტი და ჩვენს ბლოგზე გადავიტანეთ.   ტრენინგში მონაწილე  ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტი და მოხდა პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტებიდან ზოგიერთი მასწავლებლის აზრი მომეწონა, რომელსაც დავნერგავ მომავალში.
   ვისწავლეთ პროექტების წერა და ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, სიტყვაზე ან ფრაზაზე მისამართის მიბმა.
   ტრენინგის ცხრა დღიანი სწავლების კურსმა დიდი გამოცდილება მოგვცა.

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მერვე დღე

                                                                 მერვე დღე
1. გამეორება
2. ფასილიტაციის რესურსის შექმნა
3. პროექტის პორთფოლიოს გადახედვა
4.ბლოგზე ატვირთვა, გაჯეტები
გავიმეორეთ  გავლილი მასალა.ვისწავლეთ  ფასილიტატორის რესურსის შექმნა ე.ი მოსწავლეებისათვის ინსტრუქციების შექმნა. მარტივად  როგორ დავამზადოთ ელექტრონული რესურსები .საქაღალდეში მოთავსებული ფაილების გახსნა და სახელების შეცვლა. Link list -ის ჩასმა გაჯეტში,ნასწავლ მასალას გამოვიყენებ მოსწავლეებთან

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე


   1.გამეორება
   2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
   3პროექტოს გეგმაზე მუშაობა
   
      მოვახდინეთ წინა დღის შესწავლილი მასალის გამეორება, გავითვალისწინე კლასში მოსწავლეთა შესაძლებლობები, აკადემიურად სუსტ მოსწავლეებს მოვეცი მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე დავალებები პროექტზე სამუშაოდ, ხოლო მაღალი აკადემიური წარმატების მქონე მოსწავლეებთან მაქსიმალურად გამოვიყენე მათი შესაძლებლობები, ამის შემდეგ დავიწყე ჩემს პროექტზე "პითაგორას დამტკიცების თეორემების" გეგმაზე  მუშაობა, სადაც პროექტის მუშაობის პროცედურები გავშალე ვრცლად.

Sunday, September 13, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

1. გამეორება
2. მოსწავლი პრეზენტაცია
3. მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები
4. პროექტის გეგმების გადახედვა და საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავება

  განვამტკიცეთ განვლილი მასალა. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა წარმოადგინონ მოსწავლეებმა პრეზენტაცია. ვიმუშავეთ დიაგრამების აგებაზე, პრობლემის გადაჭრის გზებზე, ვისწავლეთ სლაიდების შექმნა და გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკებს, გავიმეორეთ პროექტების გეგმები და შევქმენით საკუთარი პროექტის გეგმა.

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

1. გამეორება
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. ურთიერთშეფასება და კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა ბლოგში-გაჯეტები, მოსწავლის ბლოგის შექმნა
            დღევანდელი  დღის კმაყოფილი ვარ,გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, ვისწავლე საავტორო უფლებები და ლიტერატურის შაბლონების გამოყენება, მოსწავლის ბლოგის შექმნა, გაჯეტებზე მუშაობა,სურათების ჩასმა  მოსწავლის ბლოგში,მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მოსწავლეებთან.

Thursday, September 10, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

1. გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4. პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია


   გავიმეორეთ წინა მასალა.  განვიხილეთ განმავითარებელი  და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები, შევქმენით პროექტის პრეზენტაციის მონახაზი, საიტზე ატვირთვა, ბლოგის მომზადება,  გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,დროში გაწერილ შეფასების გეგმას და განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.